Sunday Stories: My Father, The Feminist
My Father, the Feminist |
მამაჩემი, ფემინისტი
ჩემი გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამის პირველ შეხვედრაზე მთხოვეს დამესახელებინა მნიშვნელოვანი ფემინისტი ფიგურა ჩემს ცხოვრებაში. მაშინვე მამაჩემი გამახსენდა, ოღონდ არ ვიცოდი ეს ცოტათი სულელური პასუხი ხომ არ იქნებოდა. ალბათ მდინარე კომბაჰის კოლექტივის ქალები, სიმონი, ბარბარე, ჰუკსი ან აჰმედი უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, ვისზეც უნდა მესაუბრა. ისინი საკუთარ თავს ფემინისტებად აღიქვამდნენ და ამ იარლიყს ამაყად ატარებდნენ; მამაჩემი წარმოდგენა არ მაქვს რად აღიქვამს საკუთარ თავს. რამდენიმე თვის წინ შევეცადე მშობლებისთვის ამეხსნა გენდერის ცნება; დედაჩემი მიმეორებდა ფემინისტი ვარო და მამა მეკითხებოდა ჩემი გენდერი რა არისო. მამას ვუთხარი, რომ ის კარტოფილია, მაგრამ ვფიქრობ, თავის თავს უფრო ჩებურაშკად (საბჭოთა მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც ძალიან ჰგავს მამაჩემს) აღიქვამს. Სამაგისტრო პროგრამის პირველი შეხვედრის შემდეგ დავიწყე იმ მიზეზების მოძიება, თუ რატომ მახსენდება მამა როგორც მამაჩემი, ფემინისტი.
During the first week of my Master’s program in Gender Studies at the University of York, I was asked to think about important feminist figures in my life. The first person that came to my mind was my father and I wondered if this would be a bit of a silly answer to share. Perhaps the women who made up the Combahee River Collective, Simone, Barbare, Hooks or Ahmed were the individuals I should have thought about. After all, they identified with the feminist label and I have no idea what labels my father identifies with. When I attempted to explain to my parents what gender was, my mom just kept repeating that she was a feminist and my dad kept asking me what his gender was. I told dad he was a potato but I think he would label himself as more of a Cheburashka, a character from the beloved Soviet cartoon who looks very similar to my father. Since that class, I have been collecting a list of reasons for explaining why I see dad as my father, the feminist.
რა თქმა უნდა, მამასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები (შვილებისთვის ჩუსტების სროლა ჩვევია, მაგალითად) და ის სრულებითაც არ არის უნაკლო ადამიანი (თუ არ ჩავთვლით მის შეუდარებელ მაიკლ ჯექსონისეულ moonwalk-ის იმიტაციას). თუმცა უნაკლონი არავინ ვართ, მითუმეტეს ისინი, ვინც ფემინისტობას ვცდილობთ.
Of course, dad has his issues (a habit of throwing slippers at his children) and he’s not perfect in any sense of the word (other than in his ability to do the Michael Jackson moonwalk impeccably well). Then again, neither is anyone, especially those of us attempting to be feminists.
ნაკლების მიღმა, მამა ძალიან სხარტი გონებისაა და უკვე წლებია, რაც სტანდარტულ გენდერულ როლებში შეუსაბამობები აღმოაჩინა. ეს მეტწილად მისი აღზრდის დამსახურებაა. Მამას ჰყავდა ბებია, რომელსაც ახლობლები სიყვარულით "ივანიჩას” ეძახდნენ - მეტსახელს, რომლითაც ჩვეულებრივ მამაკაცებს მიმართავენ. ივანიჩას ეძახდნენ, რადგან ის იმ ჩარჩოებში არ ჯდებოდა, რომელშიც ქალებს ხშირად უსამართლოდ ათავსებენ. ბებია იყო ძლიერი, ჯიუტი, გავლენიანი და ყველასგან პატივცემული. მან დააარსა ყრუ-მუნჯი ბავშვების ცენტრი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა და ისტორიების თანახმად, ცხოვრებაში თავზე არავის ისვამდა. ჩემი სამკაულების კოლექციაში ივანიჩას ბეჭედი მაქვს, რომელიც დედაჩემს მოვპარე და ბეჭდის ზომა თავისთავად მეტყველებს ივანიჩას ხასიათზე. მამა და მისი ბებია საკმაოდ ახლოს იყვნენ და შეიძლება ითქვას, რომ ივანიჩამ გაზარდა მამაჩემი, ფემინისტი შვილიშვილი.
Dad is, however, a very quick learner and it’s been years now that he has acknowledged the discrepancies in assigned gender roles. That’s largely due to his upbringing. Dad was born to a grandmother that loved ones affectionately called “Ivanicha” - a nickname variation that is usually reserved for men. People called her this because she was so outside of the frame that women are often unfairly placed in. She was strong, stubborn, often intimidating, extremely respected, powerful. She founded and ran a center for mute and deaf children and, according to the stories, took shit from nobody. I have Ivanicha’s ring in my jewelry collection that I stole from my mother and the sheer boldness and size of it speaks for itself. My dad and his grandma were pretty close and you could say that she made him into my father, the feminist grandson.
იმ იშვიათი შემთხვევებიდან ერთ-ერთი, როდესაც მამაჩემი ნამტირალევი მინახავს, იყო როდესაც ივანიჩა გარდაიცვალა. დღემდე თვალწინ მიდგას ჩემი მშობლების ჩაბნელებული საძინებელი და როგორ ეხუტებოდა დედაჩემი მამაჩემს. მამა საწოლის კიდეზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. Მეორე შემთხვევა, როცა მამაჩემის ტირილი ვნახე, იყო როცა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი წააგო. არ ვიცი რომელი წელი იყო, მაგრამ მახსოვს სამზარეულოში გავიდა, იატაკზე დაჯდა და ტირილი დაიწყო. იქამდე არასდროს მინახავს კაცს ესე ეტირა. ეს მომენტი ხშირად მახსენდებოდა და ვფიქრობდი, რომ თუ მამა ფეხბურთის მსგავს სისულელეზე ესე ტიროდა და ემოციებს ღიად გამოხატავდა, მეც ყველაფერზე შემეძლო ტირილი და ნამდვილად ვერ განმსჯიდა ვერავინ, მითუმეტეს მამაჩემი, ფემინისტი ფეხბურთის გულშემატკივარი.
One of the few times I’ve seen my father cry was on the night that she passed. I remember walking into my parents’ bedroom and seeing my mom hugging my dad in the dark. He was sitting on the edge of the bed with his head in his hands. The other time I saw my dad cry during my early childhood was after Argentina lost the World Cup. I’m not sure what year it was but I do remember him going into the kitchen, sitting on the floor and crying. I had never before seen a man cry like that. I often remember the moment, remember thinking that if dad was going to cry and express his emotions so openly about a stupid thing like football, I could cry about anything without being judged. And I definitely would not be judged by my father, the feminist football fan.
მამას იდეები გენდერზე მხოლოდ ბებიამ კი არა, არამედ მშობლების მიერ არატრადიციულად გადანაწილებულმა როლებმაც ჩამოაყალიბა. ბაბუაჩემი იყო მამასა და ბიძაჩემის ძირითადი მომვლელი. ბაბუა იყო მზარეული (ის მსოფლიოში საუკეთესო ჩიხირთმას ამზადებს - კერძს, რომელიც საქართველოს კულინარიული სამყაროს უდავო მწვერვალია) და შვილებს საშინაო დავალებების კეთებაშიც ეხმარებოდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ბაბუამ ერთხელ მამას - ნერვების მოშლის ნიადაგზე - ისეთი პანღური ამოარტყა, რომ ის სასტუმრო ოთახის ერთი კუთხიდან მეორემდე გადაგორდა. ამ ამბის სიზუსტეში წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით არ ვარ დარწმუნებული, თუმცა თუ ეს სიმართლეა, მამა გაგორდა და ფემინისტ შვილობამდე მიგორდა.
Dad’s ideas on gender were not only shaped by his grandma, they were also unconventional because of his parents. His father was the primary caregiver to dad and his brother. Grandpa cooked (he makes the best Chikhirtma in the world - a dish that is undoubtedly the peak of Georgia’s culinary world) and did homework with them. There’s also an urban legend that grandpa kicked dad so hard one time - because he was being a pest - that dad rolled all the way from one side of the living room to the other. I am unsure of the validity of this story, simply because of the unrealistic physics involved. Either way, dad rolled all the way to becoming my father, the feminist son.
ფეხბურთის თამაშების გამო ტირილის გარდა, მამა ძირითადად ძალიან დადებითი პიროვნებაა. როდესაც მასზე ვფიქრობ, ყოველთვის წარმოვიდგენ ძალიან სასაცილო ხუმრობის მოყოლის მომენტში, სავარაუდოდ მის საყვარელ მსხვერპლზე - დედაზე. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მამაჩემი არასოდეს დასცინის ქალიშვილებს ან მეუღლეს გენდერის გამო. ის ხუმრობს დედას მეგრელობაზე, სიდაბლეზე და ბოროტობაზე, ხუმრობს იმაზე, თუ როგორ გამელოტდა დედას გამო ესეთი ახალგაზრდა, მაგრამ ქალობაზე დაცინვა დიდად არასდროს იზიდავდა მამაჩემს, ფემინისტ კომიკოსს (ჩვენი თანდასწრებით მაინც).
Though he did sob about football games, dad has mostly been a very positive person. When I think about him, I always imagine him in the middle of telling a very funny joke, most likely about his favorite victim - mom. Though I must highlight that never once has my father made fun of his daughters or wife on account of our gender. He joked about mom being a Mengrelian, joked about her being short and evil, joked about her being the reason he started going bald so early, but he seemed to find laughing about the mere fact that she was a woman unappealing. Mostly, he prefers self-deprecating humour. That’s my father, the feminist comedian.
უფრო მეტიც, როდესაც საქმე ეხება მის დედასთან ურთიერთობას, ის საკმაოდ ეგალიტარიულია. ის რეცხავს ჭურჭელს, აკეთებს საჭმელს, როდესაც შეუძლია და როდესაც ვაძლევთ უფლებას (ზედმეტად ამარილებს ხოლმე) და ზოგჯერ სახლსაც ამტვერსასრუტებს. ზოგიერთ დღეს ის არის მამაჩემი, ფემინისტი დიასახლისი.
What’s more, when it comes to his relationship with my mom he’s been pretty egalitarian. He washes dishes, he makes food when he can and when we let him (he has a tendency to oversalt), and - on several occasions - he has even whipped out the vacuum, just because. On some days, dad is my father, the feminist housekeeper.
სახლის გარეთაც არასდროს შემიმჩვნევია მამაჩემის მიერ დედას მიმართ სექსისტური დამოკიდებულება. შეიძლება მენატრება რაც ევროპაში ვარ და დამავიწყდა, მაგრამ როგორც მახსოვს, მამა ყოველთვის მხარს უჭერდა დედას პროფესიულ წინსვლას. საქართველოში ძიძების დაქირავებაზე მგონი არ ჰქონია პრობლემა და როდესაც აშშ-ში ჩამოვედით, მზად იყო თვითონ ფიზიკურად ეშრომა, თუ დედა ადგილობრივ კოლეჯში ინგლისურს ისწავლიდა და ფარმაცევტად მუშაობას გააგრძელებდა. ეს ალბათ იმიტომაც მოხდა, რომ მამამ ინგლისურის სწავლაზე ხელი ადრიდანვე ჩაიქნია მაკდონალდსში განსაკუთრებულად მწვავე ინციდენტის შემდეგ, როდესაც მან "უფასო კარტოფილი" (კარტოფილი ფრი) მოითხოვა და ნაყინი მიიღო. Ჩემი აზრით ის არის მამაჩემი, ფემინისტი ქმარი.
Outside the home too, I’ve never heard my dad be sexist to my mom. Maybe it happened without me knowing but from what I remember and know, he has always encouraged my mother’s professional advancements. He was fine with hiring nannies in Georgia and when we came to the U.S. he was willing to do manual labor if it meant that she learned English at a local college and continued her work as a pharmacist. Perhaps this was because he had given up on learning English himself after a particularly gruelling incident at the MacDonald’s drive through during which he asked for “free potato” and received ice cream. I think he may be my father, the feminist husband.
მართლაც, როდესაც საქმე ეხება კარიერულ საკითხებს, ის ყოველთვის ძალიან პროგრესული იყო. ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური მამას გამო ვიპოვე. ეს ალბათ იმ თვეშივე მოხდა, როდესაც კიდურების გამართულად კონტროლი ვისწავლე. მამამ მაშინვე დამიქირავა, როგორც პროფესიონალი ზურგის მომქექველი (ეს ტერმინი ჩემმა ოჯახმა დააფუძნა). ერთი საათისთვის მამა მზად იყო შვილებისთვის, განურჩევლად გენდერისა, ერთი ლარი გადაეხადა. ეს თამამი ნაბიჯი იყო ქალთა და კაცთა შორის არსებული სახელფასო სხვაობის შემცირებისკენ და ასევე საკმაოდ მაღალი ანაზღაურება იმ დროინდელი საქართველოს პირობებში - შესანიშნავი ბიზნესმენი დადგებოდა მამაჩემის, ფემინისტი დამსაქმებლისგან.
Indeed, when it came to career matters, he was always very progressive. My first official job was under dad’s employment. It probably began the month I learned how to fully control my limbs. Immediately, dad hired me as a professional back-scratcher. For one hour of back scratching dad was willing to pay his children, regardless of gender, one Lari. Not only was this a bold move at narrowing the gender pay gap, it must have also been a very high salary for Georgians at the time - a superb business maneuver from my father, the feminist employer.
როდესაც საქმე შვილებს ეხება, მამასაც დაუშვია შეცდომები, მაგრამ მას არასდროს უგრძნობინებია ჩემთვის, რომ ჩემს ძმებზე რაიმეთი ნაკლები ვიყავი. სინამდვილეში, ის ყოველთვის მიბიძგებს, რომ უფრო მეტი ვისწავლო, წარმატებებს მივაღწიო ჩემს სფეროში, ვიყო დამოუკიდებელი და ბევრი ვიკითხო. ერთადერთი გამონაკლისი რომელიც მახსოვს, იყო დღე, როცა მე და გიორგი დაგვსაჯა - მე წიგნი წამართვა და გიორგის აიძულა წაკითხვა. დიახ, ის არის მამაჩემი, ფემინისტი პედაგოგი.
When it comes to his children, dad has, of course, made mistakes. What parent has not? But he has never made me feel like I was somehow less valued than my brothers. Actually, he’s always pushed for me to learn more, succeed in my field, be independent, read more. The only exception I recall was his way of punishing me by taking away my books and giving them to George to read, effectively punishing George as well. Yes, he has been my father, the feminist educator.
ის ასევე იშვიათად აკეთებს კომენტარს შვილების ჩაცმულობაზე - იმავეს ვერ ვიტყვით დედაჩემის შესახებ, რომელიც გამუდმებით მიყრის იმ ტანსაცმელს, რომელიც არ მოსწონს. მამამ მხოლოდ ერთხელ მითხრა, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და გარკვევით მახსოვს იმიტომ, რომ უშნოდ მეცვა. ის ხომ მამაჩემია, ფემინისტი მოდის სიმბოლო.
He has also rarely commented on his children’s way of dressing - something that cannot be said for my mother who constantly throws out my clothes that she does not like. Only once did dad tell me to change my outfit and I distinctly remember that it was because the getup was ugly. He is, after all, my father, the feminist style icon.
ის დინამიკა, რასაც ფილმებში ხედავ, სადაც ცოლი ქმრისგან თხოულობს ფულს ლამაზი ტანსაცმლის შესაძენად, ჩემს ოჯახში არ ფუნქციონირებს. წლების წინ მამა შემოვიდა ჩემს საძინებელში და გარეთ გამიყვანა მანქანაში დამალული ახალი, ფერადი, ძალიან მოდური სპორტული ფეხსაცმელის სანახავად. დედას არ უთხრაო მთხოვა, რადგან ფეხსაცმელები ძვირი და უაზრო შენაძენი იყო და ამ გენდერული როლების უარყოფით ის გახდა მამაჩემი, ფემინისტი შოპოჰოლიკი.
That dynamic that you see in movies, where the wife gets money from her husband to buy pretty clothes, yeah, that’s not how my parents operate. Years ago, dad came into my bedroom and told me to follow him to his car where he had hidden his new, colorful, very fashionable sneakers. He told me not to tell mom about it since they were a guilty purchase and by defying gender roles as such, he became my father, the feminist shopaholic.
თუმცა, თუ მამას შვილებთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი ფავორიტები - ძაღლები. მამამ ორი ძაღლი გაზარდა მას შემდეგ, რაც მე ვიცნობ. მე მჯერა, რომ მისი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტი აშშ-ში გადასვლისას საქართველოში ძაღლის დატოვება იყო. ის უზომოდ მზრუნველი და მოსიყვარულეა ცხოველების მიმართ და Არასდროს გამოუხატავს უკმაყოფილება ჩემი გადაწყვეტილების მიმართ, რომ დიეტიდან ხორცი ამომეღო. კი, წარსულში ბევრი საეჭვო რამ აქვს გაკეთებული - მაგალითად, ერთხელ მოითხოვა, რომ მთლიანი შემწვარი გოჭი ჩამოგვეტანა საქართველოდან შეერთებულ შტატებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა ეს მოხდა, მთლად სრულ ჭკუაზე ვერ იყო. ასე რომ შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს მამა ვეგეტარიანელობაზეც დაფიქრდეს და გახდეს მამაჩემი, ფემინისტი ცხოველების მოყვარული.
Though if we speak about his relationship with his children, we must mention his favorites - the dogs. Dad has raised two dogs since I have known him. I believe the day he had to leave our first dog behind and move to the U.S. was one of his hardest. He is gentle and caring with animals. He never questioned my decision to cut out meat from my diet either. He has done some questionable things in the past - like demanding that we fly a whole roasted pig from Georgia to the U.S. but I think he was a bit off his rocker when this happened and I can predict that dad could one day turn to vegetarianism himself, becoming a full-blown version of my father, the feminist animal lover.
თუ ისეთი განცდა გრჩება, რომ ზედმეტად დავცინი, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ მამაჩემი არის ფემინისტი სავარჯიშო ტომარა. იგი საკმაოდ ბევრ დაცინვას იტანს ოჯახის დანარჩენი წევრებისგან, განსაკუთრებით ჩემი უმცროსი დისგან, რომელიც მამას ბევრად უფრო სულელურად აგრძნობინებს ხოლმე თავს, ვიდრე ის გოჭი გრძნობდა ჩემოდანში.
And if it feels like I am making fun of him a bit too much here, then you should know that my father is also a feminist punching bag. He takes quite a lot of mocking from the rest of his family, especially my younger sister who has roasted him far worse than what the suitcase pig got.
შესაბამისად, ჩემს კლასელებს ვუთხარი, რომ მამაჩემი იყო ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფემინისტი ფიგურა.მათ ცოტათი გაუკვირდათ, მაგრამ ეს სიმართლეა. მამა მხარს მიჭერს ყველაფერში, რაც ჩემს აკადემიურ კარიერაში გამიკეთებია. გულშემატკივრობს ყველა ნაშრომს, რომელსაც ვწერ, ყველა ჩემს პრეზენტაციას ქალთა უფლებების ან ფემინიზმის სხვა საკითხების შესახებ. კომენატრებში მიწერს, რომ ვუყვარვარ, ყოველთვის მელაპარაკება ჩემს იდეებზე და მიზიარებს საკუთარ პროგრესულ (ზოგჯერ რადიკალურ და რევოლუციურ) აზრებს. ის არის მამაჩემი, ფემინისტი გულშემატკივარი.
So, I did tell my classmates that my dad was a feminist figure in my life. They were surprised but it’s the truth. Dad has cheered for everything I have done in my academic journey, every paper I have written, every presentation I have made about women’s rights or other feminist issues. He tells me he loves me in comments and he always talks to me about my ideas and shares his own progressive (sometimes even radical and revolutionary) ones. He is my father, the feminist supporter.
მამას გრძელი გზა აქვს გამოვლილი და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს ისწავლის. გადაეყრება მრავალ გამოწვევას და მოუწევს აზრების შეცვლა. მიუხედავად ამისა, სანამ მისი საყვარელი ფეხბურთის გუნდები არ მოიგებენ (და ეს არასდროს მოხდება, რადგან ის ყოველთვის უიღბლოებს და დაჩაგრულებს უჭერს მხარს), ის ყოველთვის იქნება მტირალა, მოსიყვარულე, ჭეშმარიტად კეთილი კაცი, რომელიც სამზარეულოს იატაკზე ზის - მამაჩემი, ფემინისტი.
Dad has come a long way and will keep growing, I am sure. He will face some challenges and have to adjust as he goes. Still, as long as his favorite football teams keep losing (and it will never stop because he always supports the underdog), he will be the sobbing, gentle, expressive, genuinely kind man sitting on the kitchen floor - my father, the feminist.