Questions with Kate: Love

Questions with Kate: Love
Kate’s drawing of herself playing basketball | კატოს მიერ დახატული საკუთარი თავი კალათბურთის თამაშისას.

Kate’s drawing of herself playing basketball | კატოს მიერ დახატული საკუთარი თავი კალათბურთის თამაშისას.

This is my sister - Ekaterine Nadirashvili. We call her Kate. She was born when I was ten years old and has been my closest friend since August 3rd, 2007. At this moment, she is twelve, in the seventh grade, taller than me, and the funniest person I have ever met. I tell Kate everything about my life and we discuss our interests, passions, and disappointments often. Kate loves dogs and she is planning to work at a dog shelter when she grows up. She always wears her hair in a ponytail and is the best person in our family. A couple of days ago, I talked to Kate about love and here is what she had to say.

What is love?

Love is when you care for someone. To me, it is the strongest emotion that a human can have. Love is good. Some things I love are Baker (my dog), basketball, my family, and Georgia.

Can love change the world? How?

Love can 100% change the world. Love can also be a passion you have. For example, if you love animals, you could become vegetarian, this would not only keep more animals alive but also help the environment and change the world. I wonder sometimes how the world would be if everyone respected and loved each other. I think that we would have less to worry about and people would feel safer.

Can love ever be wrong?

Love can never be wrong. Sometimes people use the word “love” as an excuse for treating others badly. Of course, love can be complicated but if you really love someone then you are doing the right thing. I know that some people think that girls loving girls or boys loving boys is bad but I think this is because they are uneducated and do not know enough about it.

Why is it important to love yourself?

It is extremely important to love yourself because you can’t love anyone with your whole heart unless you love yourself first. Loving yourself is the same as loving someone else but that someone is you. Some ways to show that you love yourself is to be nice to yourself and to participate in activities that make you happy.

Is there something you love doing that puts you in a good mood?

I listen to music. “Still Into You” by Paramore always puts me in a great mood.

What kind of person do you want to fall in love with?

I want the person that I fall in love with to be kind. I don’t care about anything else.

IMG_9059.jpg

ეს ჩემი დაა - ეკატერინე ნადირაშვილი. ჩვენ კატოს ვეძახით. 10 წლის რომ ვიყავი მაშინ დაიბადა და 2007 წლის 3 აგვისტოდან მოყოლებული ჩემი საუკეთესო მეგობარია. ახლა თორმეტი წლისაა, მეშვიდე კლასშია, ჩემზე მაღალია და ყველაზე სასაცილო ადამიანია, ვისაც კი შევხვედრივარ. კატოს ყველაფერს ვუყვები ჩემს ცხოვრებაზე და ხშირად განვიხილავთ ჩვენს ინტერესებს, გატაცებებსა და იმედგაცრუებებს. კატოს ძალიან უყვარს ძაღლები და, რომ გაიზრდება, სწორედ ძაღლთა თავშესაფარში უნდა მუშაობა. თმა ყოველთვის კუდად აქვს შეკრული და ოჯახში ყველას გვჯობია. რამდენიმე დღის წინ მას სიყვარულზე ველაპარაკე და ამ საუბარს თქვენც გაგიზიარებთ.

რა არის სიყვარული?

სიყვარულია, როდესაც ვინმეზე ზრუნავ. ჩემთვის ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა. სიყვარული კარგია. ბევრ სხვა რამესთან ერთად, მე მიყვარს ბეიქერი (ჩემი ძაღლი), კალათბურთი, ჩემი ოჯახი და საქართველო.

სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა? როგორ?

სიყვარულს შეუძლია სამყაროს შეცვლა, ნამდვილად ასეა. სიყვარული შესაძლოა შენი მისწრაფებაც გახდეს. მაგალითად, თუკი გიყვარს ცხოველები, შესაძლებელია გახდე ვეგეტარიანელი. ამით არა მხოლოდ ცხოველების გადარჩენას შეუწყობ ხელს, არამედ გარემოსაც გადაარჩენ და სამყაროს შეცვლი. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა სამყარო, ხალხი რომ ერთმანეთს პატივს სცემდეს და ყველას ერთმანეთი უყვარდეს. ალბათ ნაკლები სადარდებელი გვექნებოდა და ხალხიც უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს.  

ჩვენი ოჯახი და ძაღლი (რომელსაც წარწერა გაუკეთა, რათა მარტივად ამოვიცნოთ) | Our family and dog (which she labeled for easy identification)

ჩვენი ოჯახი და ძაღლი (რომელსაც წარწერა გაუკეთა, რათა მარტივად ამოვიცნოთ) | Our family and dog (which she labeled for easy identification)

შეიძლება სიყვარული ცუდი იყოს?

სიყვარული ვერასდროს იქნება ცუდი. ზოგჯერ ადამიანები სიტყვა „სიყვარულს“ იყენებენ როგორც საბაბს, რომ სხვა ადამიანებს ცუდად მოექცნენ. რასაკვირველია, სიყვარული შეიძლება ძალიან რთული და ჩახლართული იყოს, მაგრამ თუკი მართლა გიყვარს ვინმე, მაშინ სწორ რამეს აკეთებ. მე ვიცი, რომ ზოგის აზრით, გოგოს რომ გოგო უყვარს და ბიჭს - ბიჭი, ეს ცუდია. მაგრამ, ჩემი აზრით, ამას ისინი ამბობენ, ვინც საკმარისი არ იციან ამის შესახებ.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გიყვარდეს საკუთარი თავი?

უმნიშვნელოვანესია, გიყვარდეს საკუთარი თავი, რადგან, თუკი არ გიყვარს შენი თავი, სხვას მთელი გულით ვერ შეიყვარებ. გიყვარდეს შენი თავი, ეს იგივეა, რაც გიყვარდეს სხვა, მაგრამ ეს სხვა შენ ხარ. იმის გამოსახატად, რომ საკუთარი თავი გიყვარს, საჭიროა საკუთარ თავს ასიამოვნო და ისეთი საქმეები აკეთო, რაც გაბედნიერებს.

არის რამე, რისი კეთებაც გიყვარს და რაც კარგ ხასიათზე გაყენებს?

მუსიკას ვუსმენ ხოლმე. კარგ ხასიათზე დადგომა როცა მინდა, ყოველთვის “Still Into You”-ს ვუსმენ.

როგორი ადამიანი გინდა რომ შეგიყვარდეს?

მინდა, რომ ვინც შემიყვარდება, კეთილი იყოს. სხვა არაფერი მაინტერესებს.