Questions with Kate: Death
For those who are tired.
Spring has been mostly rainy here in Austria and it has been rainy in Hawthorne too; that’s where Kate lives with the rest of my family. I guess that’s alright because we have been staying at home anyway. I asked Kate if she wanted to answer some more questions about a different topic and when she asked what topic it would be, the only thing that popped in my head was “death”. We have been thinking about this a lot. In the U.S., the COVID-19 death toll has surpassed 100,000 and police brutality is on the rise. Where Kate and I were born, and in many other places around the word, death has always been something extremely sensitive, something to fear, wail over, and never discuss. But when I asked her these questions, I knew Kate would not answer with fear because she is my sister and I know her well. Today, I’d like to offer you this almost-teenager’s meditations on death and remind you to be angry when many among us don’t get to go in peace.
What do you think happens after we die?
After we die I think our soul goes to heaven while our body stays here on earth. I believe that after we die we watch over our loved ones and are finally at peace with everything. I don’t really believe in hell, at least not the way people say it is with fire and stuff. I think it’s just a place where people who were not at peace when they died go and then they work out their issues and move on to heaven.
Are you scared of dying? Why?
No, I am not scared of dying but I’m scared of how my death will affect others. I don’t want people to be so sad for the rest of their lives because of me. I want them to celebrate my life. I know I will be safe and protected wherever I go when I die.
Do you think death is always sad?
Yes, even if the person who died was a terrible human, they weren’t born like that. A person isn’t born evil, they are taught it. Death is always sad for someone who knew that person.
If there was a way to live forever, would you?
No I wouldn’t live forever because I would feel guilty that others couldn’t live forever. I feel like if I lived forever I would be lonely. Just knowing that I would lose a loved one before they lose me is scary. I wouldn’t be at peace if I lived forever.
Do you think people have souls? What are souls? What happens to them after we die?
I do believe people have souls. To me a soul represents a person. A soul is all the memories and emotions you have faced through your life. Others might have a different definition though. I think we are born with souls, it is who we are and then it changes and grows as we grow.
Given recent events, can you share your thoughts about those dying at the hands of the U.S. police?
George Floyd is one of the many African Americans whose life was taken by police brutality. As the younger generation, our choices will dictate what the world’s future will look like. We have two choices. We can stay silent and let this act of murder go unjustified or use our voices to demand justice. Six years ago on July 17, 2014, an African American named Eric Garner was killed by Daniel Panteleo, a police officer in New York City. Pantaleo was fired in 2019 but didn’t face ANY federal charges. Eric Garner’s last words were “I can’t breathe”. Here we are in 2020 and nothing has changed. A person’s skin color should not be a threat! If people are silent during this time, they are a part of the problem. It is time to change.
If you’d like to take action, consider donating to / თუ გინდათ რომ იმოქმედოთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ორგანიზაციებს : Black Visions Collective , Reclaim the Block , and North Star Health Collective
მათთვის, ვინც დაღლილია.
გაზაფხული ძირითადად წვიმიანი იყო ავსტრიაში და ჰავთორნშიც წვიმდა. ეს ის ქალაქია, სადაც კატო ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად ცხოვრობს. წვიმას არა უშავს, რადგან ჩვენ მაინც სახლში ვსხედვართ. კატოს ვკითხე, ხომ არ გინდა მიპასუხო რამდენიმე კითხვაზე სხვა თემასთან დაკავშირებით-თქო და როდესაც მკითხა რა თემაზე, ერთადერთი რაც მომაფიქრდა იყო "სიკვდილი". ბოლო დროს ხშირად ვფიქრობდით ამაზე. აშშ-ში COVID-19– ის გამო დაღუპულთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა, ხოლო პოლიციის სისასტიკე მატულობს. სადაც მე და კატო დავიბადეთ და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, სიკვდილი რაღაც უკიდურესად მგრძნობიარე, საშიში თემაა, რომელიც იშვიათად განიხილება. მაგრამ როდესაც მე კატოს ამ კითხვებს ვუსვამდი, ვიცოდი, რომ ის შიშით არ მიპასუხებდა. დღეს, გთავაზობთ ამ თითქმის-თინეიჯერის აზრებს სიკვდილზე და გახსენებთ, რომ გაბრაზდეთ, როდესაც ჩვენს შორის ბევრი ამ ცხოვრებას მშვიდად ვერ ტოვებს.
როგორ ფიქრობ, სიკვდილის შემდეგ რა ხდება?
სიკვდილის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ჩვენი სული სამოთხეში მიდის და ჩვენი სხეული დედამიწაზე რჩება. მე მჯერა, რომ ჩვენ სიკვდილის შემდეგ ჩვენს საყვარელ ადამიანებს ვუყურებთ სამოთხიდან და მშვიდად ვართ. მე არ მჯერა ჯოჯოხეთის, ანუ არ მჯერა ისეთის როგორსაც ხალხი ხშირად წარმოიდგენს. არ მჯერა რომ ცეცხლითა და ეგეთი რაღაცეებით არის სავსე. ვფიქრობ, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მშვიდად, მიდიან, შემდეგ კი ისინი უკეთესები ხდებიან და გადადიან სამოთხეში.
სიკვდილის გეშინია?
არა, მე არ მეშინია სიკვდილის, მაგრამ მეშინია, თუ როგორ იმოქმედებს ჩემი სიკვდილი სხვებზე. არ მინდა რომ სხვებმა მიგლოვონ ცხოვრების ბოლომდე. მინდა, რომ მათ ჩემი სიცოცხლე იზეიმონ. მე ვიცი, რომ უსაფრთხოდ და დაცული ვიქნები, სადაც არ უნდა წავიდე.
როგორ ფიქრობ, სიკვდილი ყოველთვის სამწუხაროა?
კი, მაშინაც კი, თუ გარდაცვლილი ცუდი ადამიანია; ადამიანი არ იბადება ბოროტი, მას ასწავლიან ამას. სიკვდილი ყოველთვის სამწუხაროა ვიღაცისთვის, ვინც გარდაცვლილ ადამიანს იცნობდა.
სამუდამოდ ცხოვრება რომ შეგეძლოს, იცხოვრებდი?
არა, მე არ ვიცხოვრებდი სამუდამოდ, რადგან თავს სხვების წინაშე დამნაშავედ ვიგრძონდი. სამუდამოდ ცხოვრებით, მარტოსული გავხდებოდი. საშინელია იმის ცოდნა, რომ ყველა საყვარელ ადამიანს დავკარგავდი. მშვიდად არ ვიქნებოდი, თუ სამუდამოდ ვიცხოვრებდი.
შენი აზრით ადამიანებს აქვთ სული? რა არის სული? რა ემართება მათ სიკვდილის შემდეგ?
მე მჯერა, რომ ადამიანს აქვს სული. ჩემთვის სული წარმოადგენს ადამიანის ბუნებას. სული არის ყველა ის მოგონება და ემოცია, რომელიც მას გააჩნია. სხვებს შეიძლება განსხვავებული განმარტება ჰქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სულით ვიბადებით, ის არის ის, ვინც ვართ და იცვლება და იზრდება ჩვენთან ერთად.
ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, შეგიძლია გამიზიარო შენი მოსაზრებები აშშ-ში პოლიციის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე?
ჯორჯ ფლოიდი ერთ-ერთია იმ ბევრ აფრიკელ ამერიკელთა შორის, რომელთა ცხოვრება პოლიციის სისასტიკემ შეიწირა. როგორც ახალგაზრდა თაობის, ჩვენი ქმედებები განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მსოფლიოს მომავალი. ორი არჩევანი გვაქვს: ჩვენ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ და ეს მკვლელობა უსამართლოდ შევარჩინოთ, ან ჩვენი ხმა გამოვიყენოთ და სამართლიანობა მოვითხოვოთ. ექვსი წლის წინ, 2014 წლის 17 ივლისს, აფრიკელი ამერიკელი, სახელად ერიკ გარნერი, მოკლა დენიელ პანტელეომ, პოლიციელმა ნიუ-იორკში. პანტალეო სამსახურიდან გაათავისუფლეს 2019 წელს, მაგრამ მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ. ერიკ გარნერის უკანასკნელი სიტყვები იყო: ”ვერ ვსუნთქავ”. ეხლა 2020 წელია და არაფერი შეცვლილა. ადამიანის კანის ფერი არ უნდა ითვლებოდეს საფრთხედ! ვინც ამ დროს ჩუმად არის, ის პრობლემის ნაწილია. დროა შევიცვალოთ.