Women I love: Nino and Nostalgia
Looking through the best memories of my childhood, Nino strolls in often.
Being the mother of one of my first friends, her house was always open and I have spent many a day there - choreographing dances, jumping on tables, breaking vases, eating enormous amounts of food, and looking at her paintings, sprinkled throughout the entirety of the household. There were angels, girls, teddy bears and grandmothers a plenty to keep us company.
When it comes to childish whimsies, Nino has always indulged us - letting us play with elaborate barbie costumes and making shirts for our collective LOST viewings.
It is only in later years, as I look at her as more than just “my friend’s mom”, that Nino has become a painter. It has turned out that this is her profession and the angels flew on the walls because she put them there.
I left Tbilisi at 13 and so, my brain has always associated Nino and her paintings with childhood, which seems fitting considering the fact that her work is often referred to as nostalgic. And although nostalgia is rarely a source of true happiness, Nino’s painting always are. She reminds us that even in the most confusing of times - those that many Georgians have as children - there are still memories worth holding on to.
In the video above, Nino sat down with us and told us about the childhood memories that have inspired her paintings. May angels fly through your houses and grandparents make you strawberry jam, may you find beauty in age though you wish for childhood again.
ჩემი ბავშვობის მოგონებებში ნინოს ძალიან დიდი ადგილი უკავია.
ნინო ჩემი ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო მეგობრის დედაა და მისი სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ჩემთვის. იქ ბევრი დრო მაქვს გატარებული: ცეკვების დადგმა, მაგიდებზე ხტუნაობა, ვაზების გატეხვა, ძალიან ბევრი სხვადასხვა კერძის ჭამა და მისი ნახატების დათვალიერება, რომლებიც სახლის ნებისმიერ კედელზე შეიძლებოდა აღმოგეჩინა: ანგელოზები, გოგონები, დათუნიები და ბებიები - იმდენი, რომ იქ არასდროს მოიწყენდი.
ბავშვურ ახირებებს რაც შეეხება, ნინო ყოველთვის ხელს გვიწყობდა და ნებას გვრთავდა გვეთამაშა ბარბის დახვეწილი კოსტუმებით და LOST-ის ყოველი ახალი სერიის გამოსვლისას, გვეხმარებოდა მაისურებისა და ტორტის დეკორაციების გაკეთებაში.
რაღაც ეტაპზე გავიაზრე, რომ ნინო მხოლოდ “ჩემი მეგობრის დედა” არ იყო. იგი მხატვარი იყო და მის სახლში ანგელოზები იმიტომ დაფრინავდნენ, რომ მან ისინი კედლებზე თავად დაკიდა.
თბილისი 13 წლის ასაკში დავტოვე და, ამიტომაც, ჩემთვის ნინო და მისი ნახატები ყოველთვის ბავშვობასთან ასოცირდებოდა. ეს ლოგიკურიც კია, რადგან მის ნამუშევრებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ნოსტალგიურს. მართალია, ნოსტალგია ნამდვილი ბედნიერების მომტანი იშვიათადაა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ნინოს ნახატებზე. ისინი მუდმივად გვახსენებენ, რომ ყველაზე რთულ დროშიც კი, რომლის გადატანაც თითქმის ყველა ქართველს მოუწია, მაინც არსებობენ ისეთი მოგონებები, რომელთა დავიწყებაც არ ღირს.
ამ ვიდეოში, ნინომ მოგვიყვა იმ ბავშვობის მოგონებებზე, რომლებიც მის ნახატებად იქცნენ. დაე, ანგელოზები დაფრინავდნენ თქვენს სახლებში და ბებია-ბაბუა მარწყვის მურაბებს გიმზადებდნენ. დაე, შეძლოთ სილამაზის დანახვა ნებისმიერ ასაკში, რამდენადაც არ უნდა გინდოდეთ ბავშვობაში დაბრუნება.